2 ოქტომბრის აქცია

ფოფხაძე 2 ოქტომბრის აქციაზე: თარიღი არავის ჯინაზე არ განგვისაზღვრავს

ტაბულა

პარტია ქართული ოცნება ჯერჯერობით ოფიციალურად არ ასახელებს თარიღს თუ როდის გამართავს შემაჯამებელ აქციას. როგორც ცნობილია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი აქცია 2 ოქტომბერს რუსთაველისა და თავისუფლების გამზირების მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გუშინ დაანონსა. ოპოზიცია ოცნებისგან აქციის თარიღის დასახელებას უკვე მეორე დღეა უშედეგოდ ითხოვს. ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ქართული ოცნება გეგმავს რომ საკუთარი აქცია ენმ-ის აქციის ჩატარების დროსა და ადგილს დაამთხვიოს. ეს ინფორმაცია დღეს ნაწილობრივ დაადასტურა პარტია ქართული ოცნების წევრმა გედევან ფოფხაძემ. ფოფხაძის თქმით, ოცნების მხრიდან 2 ოქტომბრის აქციის ჩატარების თარიღად დასახელება ლოგიკურია.

"თარიღი არავის ჯინაზე არ განგვისაზღვრავს. ძალიან დიდი ხანია ვგეგმავდით და ჩვენც გვქონდა დაანონსებული. იმაზე საუბარი, რომ ვიღაცის საპირწონედ ვნიშნავთ რაღაცას არასწორია. ოქტომბრის რიცხვები რომ იწყება და უნდა რაღაც აქციის გამართვა და შემაჯამებელი აქცია მაგას მეტ-ნაკლებად ემთხვევა. 1-ლი ოქტომბერი ჩვენთვის არის 4 წელი ჩვენი გამარჯვების და მაგ კუთხით რაიონებში ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებას ვახდენთ და 2 იყო ლოგიკური რომ დაგვესახელებინა,"- ამბობს გედევან ფოფხაძემ. 

ნიკა მელიამ ქართული ოცნებისგან  შემაჯამებელი აქციის თარიღის დასახელება დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა. 

კომენტარები