ბოგდან ხმელნიცკის და სამგორის ქუჩების მცხოვრებლებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ

Reuters

დღეს ელექტროენერგიის მიწოდება ისნის რაიონს შეეზღუდება. თელასის განმარტებით, მიზეზი კვლავ გეგმური სამუშაოებია. 

კერძოდ, 10 საათიდან 14 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ ბოგდან ხმელნიცკის და სამგორის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.

კომენტარები