ტერორიზმი

პარიზში ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით 3 ქალი დააკავეს

AFP

პარიზში ნოტრ-დამის ეკლესიის მახლობლად ნაპოვნი გაზის ბალონებით სავსე მანქანასთან კავშირის ბრალდებით 3 ქალი დააკავეს. დაკავებისას ერთ-ერთმა პოლიციელი დაჭრა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა ერთ-ერთი დაკავებული ქალიც.

ოფიციალური პირების თქმით, დაკავებულები რადიკალურ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ და ტერორისტული თავდასხმისთვის ემზადებოდნენ. პოლიციის თქმით, მანქანაში, რომელშიც გაზის ბალონები იპოვეს, არაბულ ენაზე დაწერილი დოკუმენტებიც აღმოაჩინეს.

დაკავებული ქალები 39, 23 და 19 წლის არიან. დაკავებულია მანქანის მეპატრონეც. ფრანგული მედიის ცნობით, ის დაზვერვას კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. დაკავებული ქალებიდან ერთ-ერთი კი, მისი შვილია.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ მოწყობილ ტერაქტებს 130 ადამიანი ემსხვერპლა. საფრანგეთში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები