რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია მოსამართლეებს: R2-ის საქმე ტესტია, თუ გაუძლებთ, გადაარჩენთ დემოკრატიას

ყველა ადამიანი არის საკუთარი ბედის განმკარგავი დამოუკიდებლად და თვითონ, ამიტომ მოვუწოდებ მოსამართლეებს რომლებიც ზეწოლას კეთილსინდისიერად უმკლავდებიან: ქალბატონ ეკატერინე გასიტაშვილს, ბატონ პაატა ქათამაძეს და ბატონ ბესარიონ ალავიძეს. ჩინჩალაძეები მიდიან და მოდიან, თქვენ რჩებით. თქვენ უნდა განახორციელოთ მართლმსაჯულება. ნუ დაიღუპავთ თავს, იმიტომ რომ სხვამ ფული გააკეთოს თქვენი გადაწყვეტილების გამო. ნუ დაღუპავთ საკუთარ თავს, ქვეყნის დემოკრატიას და სასამართლო სისტემას იმიტომ, რომ ეს არის საქმე ტესტი. თუ თქვენ გაუძლებთ ამ ტესტს, თქვენ გადაარჩენთ სასამართლო ხელისუფლებას, თავისუფალ მედიას, სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიის მომავალსა და არჩევნებს, რომელიც გვიახლოვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ იქნებით პასუხისმგებელი პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებას თქვენ მოაწერთ ხელს. ისტორიას არ რჩებიან დამკვეთები და ჩინჩალაძეები, ასეთები ციხეებში რჩებიან საბოლოოდ. ისტორიას რჩებიან ისინი, ვინც გადაწყვეტილებებს აწერენ ხელს. ნუ შეხვალთ ისტორიაში შავ ფურცლად. გაუფრთხილდით საკუთარ პერსონალურ იმიჯს, კარიერას, პროფესიულ სინდისსა და თავმოყვარეობას, მაგრამ ასევე გაუფრთხილდით თქვენს ქვეყანას, თქვენი შვილების მომავალს, დემოკრატიის აწმყოსა და მომავალს.

რუსთავი ორის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანიის საქმის განმხილველ კოლეგიას მიმართა. გვარამიას ინფორმაციით, მოსამართლეებს გადაწყვეტილი აქვთ, საქმე წარმოებაში მიიღონ, თუმცა, მათზე ზეწოლა ხორციელდება უზენაესის თავმჯდომარის მოადგილის მიხეილ ჩინჩალაძის მხრიდან.

კომენტარები