არჩევნები 2016

სამადაშვილი: ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, აბსურდული ბრალდებებით წარმართოს პროცესი

ძალიან სამწუხაროა, რომ ქართულ ოცნებას, რომელსაც არაფერი აღარ აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის, რომლის წაგება არჩევნებში არის ფაქტობრივად გარანტირებული, გადაწყვეტილი აქვს, რომ აბსურდული ბრალდებებით წარმართოს წინასაარჩევნო პროცესები. ეს ბრალდება აჩვენებს მხოლოდ ერთ რამეს - ქართული ოცნება დარწმუნდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ერთადერთი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელსაც აქვს სამოქმედო გეგმა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან, ყველანაირი გზებით და მეთოდებით ხელი უნდა შეუშალოს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში.

ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი ქართული ოცნების წევრის თამარ ჩუგოშვილის განცხადებაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნოდ პროვოკაციებს გეგმავს.

კომენტარები