საავტომობილო გზა

ღვინის აღმართზე 20 სექტემბრამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

amerikiskhma.com

მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე, ღვინის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, აღნიშნულ მისამართზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კერძოდ, მიმდინარეობს ქვაფენილის რეაბილიტაცია. 

კომენტარები