კრწანისის რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგია დროებით შეუწყდება

Reuters

კრწანისის რაიონის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასის ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება ბარათაშვილის, ათონელის, მტკვრის, გოგჩას, ვეკუას, ფურცელაძის, სანაპიროს, სულხანიშვილისა და ორბელიანის ქუჩებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები