ნორვეგია

მეხის ჩამოვარდნამ ნორვეგიაში 300-ზე მეტი ჩრდილოეთის ირემი იმსხვერპლა

ნორვეგიის გარემოს დაცვის სააგენტო

ნორვეგიაში ელვამ 300-ზე მეტი ჩრდილოეთის ირემი იმსხვერპლა. 323 მკვდარი ირემი სამხრეთ ნორგევიაში ჰარდენგერვიდდას პლატოზე იპოვეს.

ქვეყნის გარემოს დაცვის სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთის ირმების მასობრივი სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნა გახდა. უამინდობის დროს ირმები დიდ ჯგუფებად ერთიანდებიან, როგორც აღმოჩნდა მეხი სწორედ მათი შეკრების ადგილზე ჩამოვარდა.

ჰარდენგერვიდდას პლატოზე მისულ გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა მძიმედ დაშავებული ირმები ნახეს, მათ 5 ირემს ეუთანაზია გაუკეთს. 


ფოტო: yimg.com


ფოტო: sbs.com.au

კომენტარები