ტერორიზმი

ერაყში მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

AP

ერაყის შიიტურ ქალაქ ქარბალაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, 26 კი - მძიმედ დაშავდა. თავდასხმა ქორწილის დროს მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდასხმაში 5 ადამიანი მონაწილეობდა, ისინი ავტომატებითა და ხელყუმბარებით იყვნენ შეიარაღებულები. მათგან, ერთ-ერთმა ტერორისტმა თავის აფეთქება მოასწრო. დანარჩენები კი, სამართალდამცავებმა მოკლეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები