ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი გატეხეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, ოფისიდან წაღებული არაფერი არ არის. უწყებისვე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ დედოფლისწყაროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს.