თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი ვატო ლეჟავა გახდა

თავისუფალი უნივერსიტეტი/facebook

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი ვატო ლეჟავა გახდა. აქამდე ვატო ლეჟავა თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი და ცოდნის ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

დღესვე თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა გურამ ჩიქოვანმა დატოვა. ჩიქოვანი უნივერსიტეტში მოღვაწეობას პროფესორის რანგში განაგრძობს. აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ კი თანამდებობა გასულ კვირას დატოვა.

ვატო ლეჟავა 2009-2012 წლებში იყო ეკონომიკისა და მმართველობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველი. 2007-2008 წლებში კი მას ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. 

ლეჟავა ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, Doing Business-ის რეფორმებს. რეფორმების შედეგად, 2014 წელს მსოფლიო რეიტინგში საქართველომ მე-8 ადგილზე გადმოინაცვლა, 2005 წელს დაკავებული 112-ე ადგილიდან. 

ვატო ლეჟავა იყო საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკურ ნაწილზე.

კომენტარები