ერაყში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.
აფეთქება დედაქალაქ ბაღდადიდან 80 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ხალისში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა მანქანაში აიფეთქა თავი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება, რადგან დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.





