იცით რა არის, მე, ჯერჯერობით, ბატონ ბიძინას არ ვიცნობ და ასეთი შესაძლებლობა არ მქონია, თუმცა მთავრობის წევრი ვარ, სურვილიც მაქვს, რომ ვიცნობდე ამ ადამიანს. მე ჩემი მხრივ გეტყვით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვეკითხები ჭკუას. რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ჩვეულებრივი, ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე არ არის და მას განსაკუთრებული სტატუსი აქვს, ყოფილი თანამდებობის და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით, თუმცა, ვიტყვი, რომ რაც უფრო მეტ ჭკვიან ადამიანებს დაეკითხებიან მთავრობის წევრები თავის უწყებებში, თავისი უწყებების გარეთ, თქვენს პროფესიაში და ა.შ., მით უფრო კარგი მთავრობა გვეყოლება და მით უფრო მეტი შანსი გვექნება, რომ ჩვენს ხალხს ვემსახუროთ პირნათლად.
tbl.ge/1swd
დაკოპირდა

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა კითხვაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობის საქმიანობაში ჩარევას ეხებოდა. კერძოდ, ტაბულამ ჯეჯელავას ჰკითხა, როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ მთავრობის წევრები ივანიშვილს აზრს ეკითხებიან.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილი: ხალხის თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი




