თურქეთში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სანლიურფაში, ავტობუსის გაჩერებაზე 17 წლის ახალგაზრდამ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად, სამი პოლიციელი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. თავდამსხმელიც ადგილზე მოკლეს.
სანლიურფას გუბერნატორი Anadolu Agency-სთან საუბარში ამბობს, რომ თავდასხმა ტერორიზმს არ უკავშირდება. მისი ინფორმაციით, 17 წლის თავდამსხმელს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. იგი ოჯახთან ერთად მოგზაურობდა და თან ჰქონდა მამის ცეცხლსასროლი იარაღი.
თავდამსხმელმა პოლიციელებს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა, რაც მათ ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ პირებს პირადობის დამადასტურებული დოკუმენტები მოსთხოვეს.





