ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად კრისტინა მუტონენი აირჩიეს. მეორე ტურში გიგი წერეთელს 73-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, ხოლო მუტონენს - 86-მა. გიგი წერეთელი საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად რჩება.
პირველ ტურში სოციალ-დემოკრატების კანდიდატს კრისტინ მუტონენს ხმა 96-მა დელეგატმა მისცა, ხოლო ევროპის სახალხო პარტიის კანდიდატს გიგი წერეთელს - 85-მა. 26 ხმა მიიღო ფრანგმა კანდიდატმა.
კენჭისყრის პროცესი ექსპო-ჯორჯიაში მიმდინარეობდა.