აბას კიაროსტამი

აბას კიაროსტამი გარდაიცვალა

AFP

კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი, ირანელი კინორეჟისორი აბას კიაროსტამი 76 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. იგი სიმსივნის გამო საფრანგეთში მკურნალობდა.

კიაროსტამი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ირანში დარჩა და 40-ზე მეტი ფილმი გადაიღო, მათ შორისაა დოკუმენტური ფილმებიც. მან 1997 წელს მოიგო კანის ფესტივალის უმაღლესი ჯილდო - ოქროს პალმის რტო ფილმისთვის „ალუბლის გემო".

აბას კიაროსტამიმ ბოლო ორი ფილმი ქვეყნის გარეთ გადაიღო. ის ჯერჯერობით ერთადერთი ირანელია, რომელმაც ოქროს პალმის რტო მოიპოვა.

კომენტარები