არავითარი MAP-ის მსგავსი ინსტრუმენტი საქართველოს არ სჭირდება. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი, რომელიც თავისი არსით, პრაქტიკული შემადგენლით არის ყველაზე მაღალი ხარისხის დოკუმენტი, რაც კი NATO-რომელიმე ქვეყნის ურთიერთობაში როდესმე შექმნილა. არანაირი MAP-ის მაგვარი, არავითარი დოკუმენტი ჩვენ არ მოგვითხოვია და შესაბამისად, არც ამის მოლოდინი გვაქვს. ჩვენ ვითხოვეთ კონკრეტული პროექტები, კონკრეტული რესურსებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსებით იმისათვის, რომ იმ მიმართულებებში, რაც დღეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იქნება ეს ზღვის მიმართულება, საჰაერო თავდაცვა, ავიაცია თუ სხვა, ვიცოდეთ ვისგან რა ტიპის დახმარებას უნდა ველოდეთ, რა ვადებში და რა იქნება ფაზები, როდესაც ეს პროცესი დასრულდება. ეს არის, რასაც ველოდებით ვარშავისგან.
tbl.ge/1s6z
დაკოპირდა
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ვარშავის სამიტის შესახებ.
ამავე თემაზე
- სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა ინსტიტუტებითა და რეფორმებით სხვადასხვა დონეზე არიან
- იენს სტოლტენბერგი საქართველოს ახლო მომავალში კვლავ ეწვევა
- წაქაძე: უკრაინას რუსეთის დამარცხება მოსთხოვეს, ჩვენ, შეიძლება, აშშ-ს დამარცხება მოგვთხოვონ
- საგარეო: მივესალმებით ვილნიუსის სამიტის დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას
- საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის MAP-ი დასჭირდება – NATO-ს სამიტის კომუნიკე