უფასო სარეკლამო დრო

ოპოზიცია პრეზიდენტს რეკლამის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტისგან უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას ითხოვს. ამის შესახებ მათ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადეს. პარტიები ხელისუფლებას სარეკლამო დროის განაწილების შესახებ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ. მათ პოზიციას იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც მიაჩნიათ, რომ სარეკლამო დროის განაწილების ახალი წესი უსამართლოა და ოპოზიციური პარტიებისთვის გამოყოფილ დროს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ამავე პოზიციას იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაშიც.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის მოთხოვნას უკვე უპასუხეს და განაცხადეს, რომ მარგველაშვილი მათთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გამართავს.  

„პრეზიდენტი აღნიშნულ ორგანიზაციებს უახლოეს დღეებში შეხვდება, სადაც ყველა საკითხი დეტალურად იქნება განხილული", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.

უფასო სარეკლამო დროის შესახებ კანონპროექტი რესპუბლიკელების მიერ არის ინიცირებული და იმ პარტიების რაოდენობის გაზრდას გულისხმობს, რომლებიც უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებენ.  

კომენტარები