წმიდა და დიდი კრება 2016

მეუფე შიო: გამოითქვა კრების გადადების სურვილი, არ მივდივართ კრეტაზე

სინოდის სხდომაზე განიხილებოდა ერთი საკითხი - წავიდეს თუ არა საქართველოს დელეგაცია კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმიდა და დიდ კრებაზე, რომელიც იმართება სულ მალე [16-26 ივნისს]. სინოდზე აღინიშნა, რომ სამწუხაროდ, დღესდღეობით, მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც იმართება თვეების განმავლობაში, ცხადყოფს, რომ მთავარი პრინციპი ერთსულოვნებისა, რომელიც საფუძვლად ედო ამ კრების გამართვას, ამ ეტაპზე ვერ სრულდება. ამიტომ გამოითქვა სურვილი, რომ გადაიდოს დიდი კრება და განაჩინა წმინდა სინოდმა, რომ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ამ ეტაპზე თავს იკავებს კრებაზე წასვლისგან. იყო კიდევ სხვა არგუმენტები, რომლებიც აისახება წმინდა სინოდის ოქმში

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი შიო მუჯირი წმიდა და დიდი კრების შესახებ

კომენტარები