რუსული პროპაგანდა

პრემიერი: საქართველოს რეგიონებში რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით აქტიურია

რუსულ პროპაგანდაზე გეტყვით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ საქართველოს რეგიონებში დგას, რადგანაც იქ რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით აქტიურია. მე ვთვლი, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ეფექტური ანტიპროპაგანდა, რომელსაც საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრი დავით ბაქრაძე უძღვება, რისი დამამტკიცებელი საბუთიც არის მოსახლეობის გამოკითხვები, რომლითაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა გაზრდილია. 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირთან ინტერგაციას, 75%-ზე მეტი კი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას. დაგარწმუნებთ, რომ ამ მიმართულებით სკეპტიციზმის საფუძვლები არ არსებობს.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ენერგეტიკულ სამიტზე, ენმ-ის დეპუტატის გიორგი კანდელაკის კითხვაზე - "რას აკეთებთ თქვენ იმისთვის, რომ რუსული პროპაგანდა შემცირდეს".

კომენტარები