იტალია

სილვიო ბერლუსკონი გულის უკმარისობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

Reuters

იტალიის ექსპრემიერი სილვიო ბერლუსკონი გულის უკმარისობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

79 წლის ბერლუსკონის პრესმდივნის ცნობით, ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის, კორუფციაში, გადასახედების დამალვასა და ქრთამის აღებაში არაერთხელ მხილებული ბერლუსკონი იტალიის პრემიერმინისტრის პოსტს 4-ჯერ იკავებდა.

კომენტარები