უბედური შემთხვევა

ბელგიაში მატარებლების შეჯახების შედეგად მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა

AP

ბელგიის ქალაქ ლიეჟთან ახლოს, სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ. ავარიის შედეგად მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამგზავრო მატარებლის რამდენიმე ვაგონი მთლიანად განადგურდა. ავარიის დროს სამგზავრო მატარებელში 40-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები