ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი

ხადური: დღეს, საქართველოში უმუშევრობა რეკორდულად დაბალია

უპირველეს ყოვლისა, საქართველოში უმუშევრობა დღეს რეკორდულად დაბალია, 12%-ია, ეს არ არის ცოტა, ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანია უმუშევარი, ვიდრე იყო თუნდაც 4 წლის წინ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის საკმარისი და ძალიან ბევრია გასაკეთებელი. თქვენ ნახეთ ის სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც ბატონმა ბიძინამ მოიყვანა და ხედავთ, რომ ინვესტიციების რაოდენობა გაზრდილია. თუნდაც ის, რომ აპრილში 4.3% იყო ეკონომიკური ზრდა, აჩვენებს იმას, რომ საქართველო დგას სწორ ეკონომიკურ გზაზე და იმ რთულ ტურბულენტურ ზონასა და გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენ არათუ შევძელით, შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური ზრდა, არამედ ვაღწევთ საკმაოდ კარგ მაჩვენებლებს.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიძინა ივანიშვილის ღია წერილზე.

კომენტარები