ნავთობის ფასები

2016 წლის მანძილზე ბარელი ნავთობის ფასმა $50-ს პირველად გადააჭარბა

wordpress.com

საერთაშორისო ბირჟებზე ბარელი ნავთობის ფასებმა წლის მანძილზე $50-ს პირველად გადააჭარბა. ნავთობის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე მოხმარების ზრდას და ამავდროულად მიწოდების შემცირებულ მაჩვენებელს უკავშირდება.

ზრდის მიზეზები

წარმოება

ნავთობის, ისევე როგორც სხვა ნედლეულის ფასებს ერთდროულად განსაზღვრავს მოთხოვნისა და მიწოდების მხარეს მომხდარი ცვლილებები. ბაზარზე მიწოდება დაახლოებით 3 მილიონი ბარელით შემცირდა, რაც სამ ძირითად მიზეზს უკავშირდება:

  1. კანადის ნავთობმომპოვებელ რეგიონში არსებულმა მასიურმა ტყის ხანძრებმა კანადური ნავთობის ყოველდღიური მოპოვება დაახლოებით ერთი მილიონი ბარელით შეამცირა. 
  2. ნიგერიაში ნავთობის ყოველდღიური მოპოვება ასევე დაახლოებით ერთი მილიონი ბარელით შემცირდა, რაც ნავთობის ქარხნებზე ტერორისტული ორგანიზაცია the Delta Avengers-ის თავდასხმებს უკავშირდება.
  3. აშშ-ში ფიქლის ნავთობის მოპოვება შემცირდა. აშშ-ის ფიქლის ნავთობის მოპოვება მაქსიმალური 2015 წლის აპრილში იყო, როდესაც ის დღეში 9.7 მილიონ ბარელს შეადგენდა. თუმცა ნავთობის ფასების შემცირების გამო ამ ინდუსტრიამ მიმზიდველობა დაკარგა, რის გამოც მოპოვების მოცულობა დღეში 8.7 მილიონ ბარელამდე შემცირდა.

წარმოების შემცირებას OPEC-ის მწარმოებლებიც გეგმავენ, რაც ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდის მიზეზი გახდება. მოპოვების შემცირებას რუსეთიც გეგმავს. 

მოხმარება

ნავთობის მოხმარება კი გაიზარდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი, რაც ფასების ზრდას უწყობს ხელს.

კომენტარები