შუალედური არჩევნები

პრემიერი: მუშტი-კრივით არ უნდა გადაწყდეს, ვის აირჩევენ საქართველოს სამართავად

ის, რაც გუშინ არჩევნებზე მოხდა სამეგრელოში, მიუღებელია და ასეთი პრეცედენტები არ უნდა განმეორდეს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავშალოთ ფურცელი, როცა არჩევნები ტარდებოდა ძალადობით. მუშტი-კრივით არ უნდა გადაწყდეს, მოსახლეობამ ვინ უნდა აირჩიოს საქართველოს სამართავად. ეს არის დასაგმობი ინციდენტი. ვფიქრობთ, მომავალში სამართალდამცველების მეტი მობილიზაცია იქნება საჭირო, რათა ასეთი ინციდენტები არ გამეორდეს. რა თქმა უნდა, ინციდენტი უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ. სახელმწიფოს ღირსების საკითხი იქნება, რომ ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები და მივცეთ საშუალება ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველანაირი ძალადობის გარეშე, მშვიდობიან გარემოში მისცენ ხმა მათ რჩეულს. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხი.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოფელ კურცხელში გუშინ მომხდარ ინციდენტზე.

კომენტარები