ბიბილაშვილი: ეს არ იყო პროცედურული დარღვევა, ეს იყო ცინიზმი

ჩვენ თვალს ვადევნებთ სრულიად სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივ მოვლენებს, რომელიც ვითარდება ქუთაისში. არანაირ ეჭვს არ ტოვებს, რომ ეს არის ხელისუფლების რეაქცია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ ხელისუფლებისთვის არასასურველ გადაწყვეტილებებზე. ეს არის მიზანმიმართული ნგრევა ამ ინსტიტუტისა, რომელსაც აქვს ერთი მიზანი. ეს არის ერთი ფრონტი, რომლის მიზანია, რომ ხელში ჩაიგდოს ხელისუფლებამ რუსთავი 2, რომ დასრულდეს საქართველოში თავისუფალი მედია, რომ ამის შემდეგ შესაძლებელი გახდეს არჩევნების გაყალბება.დღე არის ის რეალობა, როდესაც ხელისუფლების სამივე შტო ემსახურება ერთი ოჯახის ინტერესებსა და კომფორტს და ამას ეწირება საკონსტიტუციო სასამართლო,მე დავსვამდი კითხვას, სად არის ჩვენი პროცედურული დემოკრატიის მამა, დავით უსუფაშვილი? ის, რაც ვიხილეთ პარლამენტში, არ იყო უბრალოდ პროცედურული დარღვევა, ეს იყო ცინიზმი.

ზაზა ბიბილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ

კომენტარები