პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, მიიღო კანონპროექტი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა. ფრაქცია რესპუბლიკელებიდან დღევანდელ სხდომას მხოლოდ ორი წევრი ესწრებოდა, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

დღევანდელ განხილვას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. მათ გუშინ, მეორე მოსმენის კენჭისყრამდე პრორესტის ნშნად დატოვეს დარბაზი.

კომენტარები