პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიიღო

თორნიკე ბარათაშვილი

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით, 83 ხმით, 4-ის წინააღმდეგ , მიიღო კანონპროექტი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ასევე, პარლამენტმა მხარი დაუჭირა "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს. 83 ხმით, 2-ის წინააღმდეგ.

კენჭისყრის დაწყებამდე ენმ-მ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და იგივეს გაკეთებისკენ სხვებსაც მოუწოდა. კანონპროექტს, ასევე, მხარი არ დაუჭირა ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის წევრმა პავლე კუბლაშვილმა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმის 2/3-მდე გაზრდა გახდა.

პარლამენტმა კი, მხარი არ დაუჭირა, საპარლამენტო უმცირესობის არც ერთ ალტერნატიულ წინადადებას, რომლებიც კანონპროექტის ზოგიერთ მუხლს ეხებოდა.

კომენტარები