რატიანი: ენმ პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

ჩვენ ორი დღის განმავლობაში გარწმუნებდით, რომ ეს კანონი არის მავნებლური კანონი, ეს კანონი ზღუდავს საკოსტიტუციო სასამართლოს უფლებებს, უკეთებს პარალიზებას და ეს ყველაფერი არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. იმის მაგივრდ, რომ ორი დღის განმავლობაში ჩვენ მიგვეღო სხვა კანონები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ადამიანების კეთილდღეობას, იმის მაგივრად, რომ გვეზრუნა ხალხზე, თქვენ იყავით და ხართ მობილიზებული იმისთვის, რომ შეასრულოთ ბიძინა ივანიშვილის დავალება და პარალიზება მოახდინოთ, უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. რაც ხელს შეუწყობს, თქვენს მიერ სხვადასხვა მედიის დაქვემდებარებას, რუსთავი 2-ის დაქვემდებარებას, დღესაც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესი. სწორედ ამიტომ, ჩვენ პროტესტის ნიშნად არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას და ვტოვებთ დარბაზს

ენმ-ის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კენჭისყრაზე

კომენტარები