კოალიცია ქართული ოცნება

კვირიკაშვილი: სამთავრობო ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგმება

ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა წინასაარჩევნო გარემო. ამ გარემოში, გარდამავალ პერიოდში სხვადასხვა განცხადება, რომელიც გენერალურ და სტრატეგიულ ხაზს არის აცილებული, ჩვეულებრივი მოვლენაა. მთავარია, როგორი იქნება საქართველოს განვითარების ვექტორი და ამ კუთხით საქართველოში შეკითხვები არ არსებობს. ეს არის მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას მართავს, არ არის მუდმივი ორგანიზმი, ის განახლებადია. სამთავრობო ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგმება, თუმცა, ჩვენ შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში და, რა თქმა უნდა, ცვლილებები გამორიცხული არ არის. მინისტრთა კაბინეტში ხელმძღვანელი არის პრემიერმინისტრი და მას სრული ლეგიტიმური უფლება აქვს, მინისტრთა კაბინეტის რომელიმე წევრს მიუთითოს ამა თუ იმ განცხადების თაობაზე. ამ საკითხზე აბსოლუტურად უაზრო ალიაქოთი უადგილოდაა ატეხილი.

 

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები