რუსთავი 2-ის საქმე

ნადირაშვილი რ2-ზე: იმედია, მოსამართლეები ქალბატონი ურთმელიძეები არ გახდებიან

იმედი მაქვს, რომ მოსამართლეთა ეს კოლეგია თავის თავზე არ აიღებს თავისუფალი სიტყვის დასამარებას, ქვეყნის ევროპული მომავლის დამარხვას და არჩევნების ლეგიტიმაციის წინასწარ ეჭვქვეშ დაყენებას. იმედი მაქვს, რომ მოსამართლეთა ეს კოლეგია არ გადაწყვეტს, გახდნენ ქალბატონი ურთმელიძეები, რადგან ურთმელიძე დიდი ხანია, გვარი აღარ არის, ზედსართავი სახელია და ნიშნავს უსამართლობას და უტიფრობას.

ენმ-ის წევრი ირმა ნადირაშვილი სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავენ.

კომენტარები