არის სამი მცირე პრობლემა, რომელსაც გათვალისწინება სჭირდება - პირველი, ეს არის ის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც შექმნილია რეგიონში და ზოგადად ევროპაში და ის კრიზისი, რაც გამოწვეულია არა საქართველოს გამო და არა საქართველოს მიერ, მაგრამ ახდენს გავლენას მიმდინარე პროცესებზე; მეორე პრობლემა არის მცირე, მაგრამ მაინც არსებობს და ეს არის ყოფილი ხელისუფლების, სააკაშვილის გუნდის, ერთი ნაწილის მცდელობა, რომ ევროპარლამენტში, კერძოდ სახალხო პარტიის წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან ჰქონდეთ იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ ინტერესებს. მესამე არის ის, რომ ქართული ოცნების ზოგიერთი არცთუ ნორჩი ლენინელი და სტალინელი მართლაც გვიქმნის პრობლემას, იმიტომ, რომ მათი ბევრი განცხადება გვხვდება აქ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სამივე მცირე საკითხს გავუმკლავდეთ სათანადოდ.
tbl.ge/16wd
დაკოპირდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე.
ამავე თემაზე
- სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო
- წილოსანი უვიზოზე: 31 აგვისტო წინასაარჩევნოდ ტემპერატურის ასადუღებლად ხომ არ დათქვეს?
- წულუკიანი: დასჯის მცდელობაა, უვიზოს შეჩერება წარმოუდგენელი და შეუძლებელია
- კალაძე უვიზოზე: არ მოტყუვდეთ, პროცესის დაწყებასაც კი EU-ს 27 წევრის თანხმობა სჭირდება
- ქუთაისის აეროპორტში ფრანგი, პარიზში - ქართული საიმიგრაციოს წარმომადგენლებიც იქნებიან




