ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმა

ენმ-ის წევრი: რუსთავის მერიის მაღალჩინოსნები თავს დამესხნენ

Getty Images

ნაციონალური მოძრაობის წევრის, მამუკა აბულაძის ინფორმაციით, მას რუსთავში, საკუთარ ბართან თავს დაესხნენ. როგორც დაზარალებული ამბობს, თავდამსხმელები რუსთავის მერიის მაღალჩინოსნები არიან.

"8 ადამიანი, მერიის მაღალჩინოსნები მომვარდნენ. დაზუსტებით ვიცი, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს, ხოლო შემდეგ ფიზიკურად გამისწორდნენ. შემომივარდნენ კერძო დაწესებულებაში ათასნაირი მუქარის შემცველი სიტყვებით", - ამბობს აბულაძე.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტაბულას განუცხადა, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. უწყებისვე ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.

 

კომენტარები