ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, სავარაუდოდ, დაანგრია, 2000 წლის ისტორიული არქიტექტურული ძეგლი, ე.წ. ღმერთის კარიბჭე, რომელიც ქალაქ მოსულთან მდებარეობდა.
ერაყის კვლევების ბრიტანულმა ინსტიტუტმა The Independent-ს დაუდასტურა, რომ კარიბჭეზე თავდასხმა მართლაც განხორციელდა.
"ღმერთის კარიბჭე" ერთ-ერთია იმ კარიბჭეებიდან, რომელიც უძველეს ასირიულ ქალაქ ნინევიას იცავდა.
ცნობისთვის, ქალაქი ნინევია ბიბლიაშიც გვხვდება და ის ძველი წელთაღრიცხვით მეშვიდე საუკუნით თარიღდება, იმ დროს ნინევია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო.
ერაყის ანტიკვარების დეპარტამენტი ძეგლის განადგურების ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს.
ბრიტანეთის მუზეუმის წარმომადგენლის განცხადებით კი, კარიბჭეზე თავდასხმაზე ინფორმაცია მათაც აქვთ და უკანასკნელ სიახლეებს მუდმივად იღებენ.





