ქართული ოცნება

გოცირიძე: მთავრობის პრიორიტეტი ქვეყნის კურსის ნაცვლად შიდა პოლიტიკური ბრძოლაა

ამნაირი იდეოლოგიის მხარდაჭერა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამნაირი იდეოლოგიის მატარებელი მედიის მხარდაჭერა რისი მანიშნებელი უნდა იყოს? პირველი ვარიანტია, რომ ყველა მსგავსი გამოცემების [გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა] მთავარი მესიჯი არის ის, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ცუდი, საშინელება და არ დავუშვათ, ასე ვთქვათ, რევანში, თორემ თუ ისინი დაბრუნდნენ, ეს უკვე იდეოლოგიური საბურველია - ქართველობას წაგვართმევენ, სადღაც წაგვიყვანენ NATO-ში, მაგრამ სინამდვილეში აქ საუბარია სხვა რამეზე, რომ ხელისუფლებას წაგართმევენ. და რეალურად ეს ხელისუფლების დაკარგვის საფრთხეს ნიშნავს, ანუ ვინც ლანძღავს ნაციონალურ მოძრაობას, შემდეგ მას ხელ-ფეხი ეხსნება ყველანაირი ქმედებისათვის - აშკარა პრორუსულობა, NATO-ს მოწინააღმდეგეობა და ა.შ. სინამდვილეში, ესენი არ აღიქმებიან არც საკუთარი პარტიის, არც ქვეყნის მტრებად. ანუ პრიორიტეტი არის არა ქვეყნის კურსი და ქვეყნის მომავალი, არამედ შიდა პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში ისინი აღიქმებიან, როგორც მოკავშირეები. თუ ეს არ არის, მაგრამ ესეც არის, და არის უფრო მნიშვნელოვანი, მაშინ გამოდის, რომ ეს ხელისუფლება არ არის დემოკრატიული და პროდასავლური იდეების მიმდევარი და სწორედ ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ჩვენ კოლექტიური პორტრეტის სახით ვიხილეთ, რომელსაც, ერთი მხრივ, ყველა მიმართულებით მართავს ივანიშვილი, მაგრამ, მეორე მხრივ, იგი განიცდის ამ ადამიანებისა და ამ მსოფლმხედველობის ზეგავლენას

ეკონომისტი რომან გოცირიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები