შენგელია: რეფერენდუმი ხაჯიმბას წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაა

რეფერენდუმი ძალიან საინტერესო მოვლენაა, რეფერენდუმის კითხვა არის ჩამოყალიბებული ესე: "თვლით თუ არა თქვენ აუცილებლად, რომ პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს?". ერთი შეხედვით ჩვეულებრივი შეკითხვაა, მაგრამ ნახეთ რა საინტერესოა?! ეს რეფერენდუმი და რეფერენდუმის დანიშვნა ეს არ არის მარტო ხაჯიმბას საწინააღმდეგო, ეს არის რუსეთის მიმართ პროტესტი. ხელშეკრულება, რომელიც რუსეთმა ასოცირების შესახებ დადო, მან თვითონ დაარღვია. რეფერენდუმის ჩატარება, ხაჯიმბას მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, ეს არის ფაქტიურად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. 

ქართულ-აფხაზური ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორი ზურაბ შენგელია აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები