პირადი ცხოვრების ჩარევის ფაქტებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას მხარს ვუჭერთ, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას არ აქვს ნება, რეალურად იბრძოლოს ამ დანაშაულის წინააღმდეგ, ამას არავითარი აზრი არ ექნება. ვხედავთ, რომ ასეთი დანაშაული ხდება ამ 3 წლის განმალობაში, ხდება პირადი ცხოვრების ფაქტების გამჟღავნება, მაგრამ რეალური გამოძიება, რეალური გამოკვლევა, თუ ვინ არის დამნაშავე არ ხდება, იმიტომ, რომ ამაში უშუალოდ ხელს უწყობს ხელისუფლება ივანიშვილის ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, საჭიროა არამარტო გამკაცრება, არამედ მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც დამოუკიდებლად გამოიძიებს სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს, მათ შორის ამ ტიპის დანაშაულს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების სამსახურში გაუქმდეს პოლიტიკური პოლიციის ელემენტი, გაუქმდეს ე.წ ოდეერი, სწორედ ის სამსახურები, რომლებიც ასე ერევიან ადამიანების პირად ცხოვრებაში. თუმცა ამას ხელისუფლება არ აპირებს იმიტომ, რომ არ არის პოლიტიკური ნება, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. მათი ნებაა, რომ სწორედ ასეთი არეული, ქაოტური ვითარება იყოს საქართველოში და ისინი თვლიან, რომ სწორედ ასე მართავენ საქართველოს მოქალაქეებს.
tbl.ge/4t6
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამოძიების შესახებ.
ამავე თემაზე
- შსს: ბესელიას პირადი კადრები სომხეთის ციხიდან პატიმარმა ატვირთა
- სააკაშვილი: შეიძლება, ვიღაც იღებდა პირად კადრებს, მე რავიცი, თუ ვიღაცა რაღაცას ჩათლახობს
- ომბუდსმენი: სანამ არ გვიპასუხებენ, ვინ შექმნა კადრები, მანამ იქნება კითხვა პოლიტ. მოტივებზე
- ბახტაძე კადრების გავრცელებაზე: კიბერდანაშაულთან ბრძოლა განვითარებულ ქვეყნებსაც კი უჭირთ
- ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 4 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს