აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა პაკისტანის აღმოსავლეთ ქალაქ ლოჰორში, ხალხით სავსე საზოგადოებრივ პარკში. ვარაუდობენ, რომ თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. აფეთქებისას პარკში ქრისტიანული თემი აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდა.
პოლიციის ცნობით დაღუპულთა უმრავლესობა ქალი და ბავშვია. დაჭრილია ასზე მეტი ადამიანი. აფეთქება ადგილობრივი დროით 18:30-ზე მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.





