ტერაქტი პაკისტანში

პრემიერი პაკისტანის ტერაქტზე: ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა

შემაძრწუნებელია პაკისტანში მომხდარი ტრაგედია. ტერორისტულ აქტს ქალაქ ლაჰორეში კვალავ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. საუბედუროდ, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. ეს არის მსოფლიოს ტრაგედია, ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. დიდი გულისტკივილით თანავუგრძნობ პაკისტანის მთავრობასა და ხალხს მომხდარის გამო და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პაკისტანში მომხდარ ტერაქტზე. ქალაქ ლოჰორში, ხალხით სავსე საზოგადოებრივ პარკში, აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები