შეზღუდვები გზებზე

ავტობუსების მარშრუტი ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მოძრაობის შეზღუდვის გამო იცვლება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მიმდინარე სამუშაოების გამო, დროებით იზღუდება ავტომობილების მოძრაობა და იცვლება იმ მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები, რომლებიც გაივლიან აღნიშნულ მონაკვეთს.

"№ 31, 44, 50, 55, 71, 80, 102 - იმოძრავებენ მარჯვენა სანაპირო - მშრალი ხიდი - ათონელის ქ. - ვირსალაძის ქ. - ბარათაშვილის ქ. № 59 - ბარათაშვილის ხიდი (აღმართი) - ავლაბრის მოედანი - ბარათაშვილის აღმართი.

მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის ფარგლებში, უნდა დადაბლდეს ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზარდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა არ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია", - წერია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

კომპანია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო. 

კომენტარები