არანაირი პარტიული თანამდებობა არ მაქვს და არანაირი ვალდებულება არავის არ აქვს, რომ უშუალოდ ჩემთან აწარმოოს ამ საკითხთან [ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან] დაკავშირებით კონსულტაციები. შემიძლია, მოგახსენოთ მხოლოდ ჩემი სურვილები და ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით. მივესალმები ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. ის, რა თქმა უნდა, წაადგება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელი პოლიტიკურ ძალის ნაწილიც არის და ასევე წაადგება საერთოდ ქართულ პოლიტიკას. იმდენად, რამდენადაც არის ახალგაზრდა, საკმაოდ ქარიზმატული პოლიტიკოსი, რომელსაც უკვე აქვს გამოცდილებაც, მიუხედავად თავისი ახალგაზრდა ასაკისა, საკმაოდ პოპულარულია მოსახლეობაში. ის არის ასევე საკმაოდ ეროვნული, მაგრამ დასავლური ხედვებისგან არცთუ ისე შორს მყოფი.
tbl.ge/306
დაკოპირდა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




