ავტოსაგზაო შემთხვევა ესპანეთში

საგარეო უწყება: არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ქართველები არ არიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. როგორც ტაბულას უწყების პრესსამსახურში უთხრეს, ბარსელონაში საქართველოს გენერალურ საკონსულოს ესპანელ სამართალდამცავებთან მუდმივი კონტაქტი აქვს.

„ბარსელონაში ჩვენი გენერალური საკონსულო მუშაობს ადგილობრივ სამართალდამცავებთა. ამ ეტაპზე რა მონაცემებიც თავად ესპანელებს აქვთ, იმ მონაცემებში ქართველები არ იძებნებიან, ანუ დაშავებულებს შორის არ არიან. თავად ესპანელებიც განაგრძობენ დაშავებულების და დაღუპულების იდენტიფიცირებას და ჩვენც მუდმივათ ხაზზე ვართ მათთან, რომ რაიმე დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დღეს, ესპანეთის პროვინცია ტარაგონაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა უცხოელი სტუდენტია.

კომენტარები