განათლება

საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების სექტორშია

thedailysheeple.com

სექტორების მიხედვით საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების სფეროშია. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის მეოთხე კვარტალში განათლების სექტორში არსებული საშუალო ხელფასი 625 ლარი იყო. განათლების სექტორში მომუშავეთა 70%-ზე მეტი სახელმწიფოს კუთვნილ სასწავლო დაწესებულებებში მუშაობს, კერძო სექტორი კი ამ სფეროში 22 ათას ადამიანს ასაქმებს.

საქართველოში სულ 67 ათასი პედაგოგი ასწავლის. მასწავლებლების 88% საჯარო სკოლებში მუშაობს და მათი 85% ქალია. 2015 წლის მდგომარეობით, პედაგოგები 553 ათას მოსწავლეს ასწავლიან, რაც ნიშნავს, რომ ერთ მოსწავლეზე ქვეყანაში 0.12 მასწავლებელი მოდის.

განათლების სექტორში არსებული დაბალი ხელფასები იმ ადამიანთა მოტივაციას, ვისაც დასაქმება პედაგოგიურ სფეროში აქვს გადაწყვეტილი, ასუსტებს, რის გამოც განათლების ბაზარზე ახალი პედაგოგების შესვლის და მათ მიერ წინა თაობების ჩანაცვლების პროცესი საკმაოდ ნელია.

სექტორების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასები საფინანსო სექტორშია, აქ საშუალო ხელფასის მაჩვენებელი 1549 ლარია.

კომენტარები