კოალიცია ქართული ოცნება

უსუფაშვილი: ივანიშვილის სურვილი იყო, კოალიცია ყოფილიყო მრავალპარტიული

ბიძინა ივანიშვილის სურვილი და მცდელობა იყო, რომ კოალიცია ყოფილიყო მრავალპარტიული. მაგრამ ამ მცდელობის რეალიზებაში პირადად მე რა როლი მქონდა, ამაზე არ მინდა საუბარი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დიახ, ყველა პარტია, რომელსაც სურს, მომავალში წარმოიდგინოს თავი კოალიციურ კონფიგურაციაში, რა თქმა უნდა, უნდა ესაუბროს კოალიციის ლიდერს. 4 წლის წინ კოალიცია რომ იქმნებოდა, ვისთან იყო საუბრები - კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რაღაცნაირად ამ პროცესს უძღვებოდა. ახლა კოალიციის ლიდერი გიორგი კვირიკაშვილია, იგი უძღვება ამ პროცესს და დარწმუნებული ვარ, მას ექნება შეხვედრები სხვა პარტიებთანაც, სხვა სუბიექტებთანაც, სხვა ადამიანებთანაც და ყველა ერთად ჩამოყალიბდება. მოვუწოდებ ყველას, რომ ზედმეტი ნერვიულობა, აღშფოთება და შეშფოთება ამ საკითხს ნუ ახლავს და ამ საკითხით სხვა თემების გადაფარვა-გადმოფარვა არ არის სწორი.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კოალიცია ქართული ოცნების შესახებ.

კომენტარები