დღეს დილით, 8:45-ზე, ეს გადაწყვეტილება მიიღო საჯარო რეესტრმა, რასაც სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რადგან ეს არის უკვე ძალიან ღია ბრძოლა ტელევიზიასთან და ძალიან დიდი უკანონობა. მაგრამ სამწუხაროდ, იმდენჯერ გაცრუვდა ჩემი იმედი, რომ როგორც ჩანს, ახალი არაფერი მომხდარა. რას უნდა ველოდოთ, ვერ გეტყვით - ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და შესაბამისად, დაველოდებით ქმედებებს ლევანის, ასევე ცალკე ხელისუფლების მხრიდან, რადგან ეს არ არის მეწილეებს შორის დავა. ეს არის ხელისუფლებას და ტელევიზიას შორის დავა. თუ ის ამდენი ხანია, ფიქრობს, რომ გახდეს მაესტროს დირექტორი, მე იმედი მაქვს, ნაზრუნი აქვს იმაზე, სად განთავსება თვითონ, სად დაელაპარაკება თანამშრომლებს. მეორე საკითხია - ისინი აპირებენ თუ არა მასთან საუბარს და მუშაობას, მაგრამ მინიმუმ, ამაზე უნდა ესაუბროს. ამიტომ, ეს არის ლევანის პრობლემა ამ წუთას, ვიდრე ჩემი. ხოლო თუ ის შემოჭრას გადაწყვეტს, რაც სიმართლე გითხრათ, არ მგონია, მაშინ სათანადო ზომებს მივიღებთ.
tbl.ge/4o5
დაკოპირდა
ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრის მიერ ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დარეგისტრირებაზე.
ამავე თემაზე
- "სტუდია მაესტროს" ახალ დირექტორად ზურაბ ნაყეური დაინიშნა
- გაჩეჩილაძე: თანამშრომლები გაფიცვას წყვეტენ, ხვალ ახალი დირექტორი გვეყოლება
- ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებლები რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ
- მაესტროს ჟურნალისტები საქალაქო სასამართლოსთან პირაკრულები იმყოფებოდნენ
- შპს სტუდია მაესტროს გაკოტრების პროცესი შეწყდა