ბოკერია: თუ კიდევ დააპირებენ Gazprom-ის შემოპარებას, უყურადღებოდ არავინ დატოვებს

შვიდ თვეში, რაც ივანიშვილის რეჟიმს არჩევნებამდე და გადარჩევამდე დარჩა, ყურადღებით უნდა ვიყოთ. ერთ გამარჯვებას მივაღწიეთ მთელმა საზოგადოებამ, არა ერთმა პარტიამ - მინიმუმ შევამცირეთ რისკი, რომელიც თან სდევდა გაზპრომთან მოლაპარაკებებს. თვეების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი გვატყუებდა, რომ გარდაუვალი იყო დამოკიდებულების აღდგენა გაზპრომზე. ეს რომ არ მოხდა, ძალიან კარგია. ოღონდ ის, რაც მოხდა, ადასტურებს, როგორ ცდილობდნენ ჩვენს ზურგსუკან ამის შეპარებას. როგორ ცდილობდნენ, რომ ჩვენი ბავშვები ისევ გაყინულიყვნენ ზამთარში, ისევ ყოფილიყო მუდმივი წყვეტა და პოლიტიკური შანტაჟი. ეს ყველაფერი თავიდან ავიცილეთ. ამ შვიდ თვეში უნდა ვიყოთ ყურადღებით.ამ აქციის მთავარი გზავნილი ეს არის - უნდა იცოდნენ, რომ კიდევ თუ დააპირებენ ამის შემოპარებას, უყურადღებოდ არავინ დატოვებს. საკუთარი მთავრობა გვყავს, რომელიც, ეზოში მარტო ბავშვის გაშვება რომ არ შეიძლება, ეგეთია - ყურადღების გარეშე თუ დატოვე, რაღაც შარში გაგხვევს. აი, ამ ყურადღებას არ მოვადუნებთ არც ეს შვიდი თვე და შვიდი თვის თავზე მთავარ პრობლემას, რაც ქვეყნის შიგნით გვაქვს, გადავჭრით.

კომენტარები