არჩევნები აშშ-ში

შიდაპარტიული არჩევნები აშშ-ში: სუპერშაბათის შედეგები

CNN

აშშ-ში შიდაპარტიული არჩევნები გრძელდება. სუპერშაბათი წარმატებული აღმოჩნდა რესპუბლიკელი ტედ კრუზისა და დემოკრატი ბერნი სანდერსისთვის. თავის გამარჯვებები მოიპოვა დონალდ ტრამპმაც.

რესპუბლიკელებს შორის პრაიმერი და კოკუსები სულ ოთხ შტატში გაიმართა. კენტუკისა და ლუიზიანას შტატებში გამარჯვება დონალდ ტრამპს დარჩა, მენის და კანზასის კოკუსებში კი შთამბეჭდავი წარმატება ტედ კრუზმა მოიპოვა. ტრამპის მიერ მოგებულ შტატებში მეორე ადგილი ტედ კრუზმა დაიკავა.

დონალდ ტრამპმა მოუწოდა კანდიდატობის კიდევ ერთ მსურველს, სენატორ მარკო რუბიოს, გამოეთიშოს შიდაპარტიულ ბრძოლას და ერთი-ერთზე დატოვოს ის ტედ კუზთან. თავად რუბიოს ოთხიდან არცერთ შტატში არ აუღია ხმათა 20%-ზე მეტი. რუბიოს წინ აქვს შიდაპარტიული არჩევნები მშობლიურ ფლორიდას შტატში, რომელიც 15 მარტს გაიმართება.

რაც შეეხება დემოკრატებს, სამ შტატში გამართული არჩევნებიდან, ჰილარი კლინტონმა ერთი - ლუიზიანა მოიგო, ნებრასკასა და კანზასში კი გამარჯვება ბერნი სანდერსს დარჩა.

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები