საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი

პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს ამზადებს

General view of Georgia's new parliament building for country's newly elected parliament in Kutaisi
David Mdzinarishvili / REUTERS

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომელთა ავტორიც ადამიანის უფლებათა კომიტეტია.

"ეს შეეხება გადაწყვეტილების გამოცხადების ათვლის მომენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურებს. დღეს არის რამდენიმე ხარვეზი კანონში. კერძოდ, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ როდის შედის ძალაში გამოცხადებიდან თუ საკანონმდებლო მაცნეში როდის გამოქვეყნდება. ეს არის ერთ-ერთი ხარვეზი. მოვამზადეთ ამ მხრივ ცვლილება, რომ მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ შევიდეს გადაწყვეტილება ძალაში", - განმარტავს კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

დაგეგმილი ცვლილებები განმარტა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძემაც.

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონში იყო გარკვეული ხარვეზები, ჩვენი აზრით, რომელიც საჭიროებდა უფრო მეტ სიცხადეს და უფრო სამართლებრივი ლოგიკიდან გამომდინარე ამ საკითხების დარეგულირებას. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, რომლსაც აწერია საქმე, ვადის გასვლის გამო ვერ იღებს საქმის განხილვაში მონაწილეობას. მას ვადა უნდა გაუხანგრძლივდეს მხოლოდ ამ საქმის ამოწურვამდე. პარალელურად ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ იმავდროულად თანამდებობას უნდა იკავებდეს საკონსტიტუციო სასამართლოში - იყოს თავმჯდომარე ან მდივანი, ეს აბსოლუტურად არალოგიკურია, ის ამასთან დაკავშირებული არ არის და ხელოვნურად, იმის გამო, რომ ადამიანი იღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში, მას სხვა უფლებამოსილებების გახანგრძლივებაში ხელს არ უნდა უწყობდეს, იმიტომ, რომ ეს სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია.", - თქვა ფოფხაძემ.

კომენტარები