გაზპრომთან მოლაპარაკებები

დაიცავი თავისუფლება გაზპრომის საწინააღმდეგო აქციას დღეს, 15:00 საათზე მართავს

Defend Liberty

პლატფორმა "დაიცავი თავისუფლების" წევრები და სტუდენტები დღეს, 15:00 საათზე ენერგეტიკის სამინისტროსთან(იუსტიციის სახლის შენობა) გაზპრომის საწინააღმდეგო აქციას მართავენ. აქციაზე დაარიგებენ ლიფლეტებს - 13 ფაქტი გაზპრომის შესახებ.

პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება" საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობს. პლატფორმამ საქართველოს ხელისუფლების გაზპრომთან მოლაპარაკებები უკვე არაერთხელ გააპროტესტა. "დაიცავი თავისუფლებამ" გაზპრომის საკითხზე სასაუბროდ პრემიერმინისტრთან შეხვედრაც ითხოვა, თუმცა, გიორგი კვირიკაშვილისგან უარი მიიღო.

გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან კვირას, 6 მარტს, 14:00 საათზეც იმართება, რომელსაც "დაიცავი თავისუფლება" უერთდება.

კომენტარები