გაზპრომთან მოლაპარაკებები

ჩერგოლეიშვილი: რატომ უნდა მივიღოთ რუსეთიდან ნაკლები გაზი, რამეში გვიცვლიან?

დღეს ჩვენ უფრო ნაკლებად ვართ დამოკიდებული გაზპრომზე, ვიდრე გაზპრომი ჩვენზე. ჩვენ დღეს ვართ ძალიან მომგებიან სიტუაციაში გაზპრომთან. დაახლოებით იგივენაირად ვართ გაზპრომზე დამოკიდებული, როგორც დიდი ბრიტანეთი. ჩვენ დღეს ვართ სიტუაციაში, როდესაც დედამიწის ზურგზე არაფერი გვაიძულებს, რომ რუსეთს დავუთმოთ. მით უმეტეს, ქართველი ხალხის ინტერესების ხარჯზე. ეკონომიკურად გაუმართლებელია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. რატომ უნდა მივიღოთ უფრო ნაკლები გაზი[მონეტიზაციაზე დათანხმების შემთხვევაში], როცა ახლა ვიღებთ უფრო მეტს. რისთვის - აფხაზეთს გვიბრუნებს, სამაჩაბლოს გვიბრუნებს, თუ დევნილები დაბრუნდნენ თავის ადგილას - რამე ისეთში ვცვლით, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის კარგი იქნება? ბიძინა ივანიშვილს თუ პუტინის დამატებითი კეთილგანწყობის მოპოვება უნდა და ამიტომ თანხმდება ქართველი ხალხის ინტერესების ხარჯზე, ეს ცალკე საკითხია.

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სტუმრად ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა.

კომენტარები